კოალიციამ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით იემენის დედაქალაქი კიდევ ერთხელ დაბომბა. ავიადარტყმები სანას დასახლებულ რაიონზე განხორციელდა, რასაც, ბოლო მონაცემებით, 14 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 6 ბავშვია. კოალიცია ხუსიტ ამბოხებულტა წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციებს 2014 წლიდან ახორციელებს.