შეერთებულ შტატებში კონფედერატების მონუმენტების წინააღმდეგ აგორებული კამპანიის პარალელურად, ბრიტანელი კოლონიალისტების ძეგლების აღების მსურველთა რიცხვი იზრდება ავსტრალიაშიც. სიდნეის მოსახლეობის ნაწილი ჰაიდ პარკში აღმართული კაპიტან ჯეიმს კუკისა და გუბერნატორ ლაკლან მაკუორის ძეგლების აღებას ან მათ მოდიფიცირებას მოითხოვენ. საკითხს უახლოეს მომავალში სიდნეის ქალაქის საბჭოზე განიხილავენ.