საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვასილი ციბენკოს შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრის დროს განხილულ იქნა ორმხრივი და რეგიონალური ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები.
საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მინისტრის მოადგილეს უკრაინის საელჩოს სამადლობელო ნოტა გადასცა, რომელიც საქართველომ A/H1N1 ვირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით უკრაინისათვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების გამო მიიღო.