საფრანგეთის პრეზიდენტმა 3 თვის განმავლობაში ვიზაჟისტს 26 ათასი ევრო გადაუხადა. ამის შესახებ ჟურნალი „კლოსერი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზაჟისტმა, სახელად ნატაშამ ემანუელ მაკრონისგან ჯერ 10, შემდეგ კი 16 ათასი ევრო მიიღო. ვიზაჟისტი მაკრონს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდშიც ემსახურებოდა, მაკრონის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კი ის ელისეს სასახლეში დაასაქმეს.