პუტინის რეიტინგი იზრდება. სოციოლოგიური გამოკითხვა „ლევადას ცენტრმა“ ჩაატარა.
გამოკითხვის შედეგებით, კრემლის ლიდერის მოღვაწეობით რესპოდენტთა 58 პროცენტია კმაყოფილი. მეორე ადგილს რეიტინგში თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ იკავებს, მესამე პოზიციაზე კი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია.
გამოკითხვაში მონაწილეობა 1600-მა რესპოდენტმა მიიღო.