თემქის დასახლებაში, გაზის გაჟონვის შედეგად, ცოლ-ქმარი და ორი ბავშვი გარდაიცვალა. როგორც საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განმარტავენ, მათი ცხედრები თემქის მე-9 კვარტლის, მე-12 კორპუსში, საცხოვრებელ ბინაში იქნა ნაპოვნი.
"შემოვიდა ზარი იმის თაობაზე, რომ თემქის მე-9 კვარტლის მე-12 კორპუსის, პირველი სადარბაზოს, მე-4 სართულზე კარს ვერ აღებდნენ და დახმარება ითხოვეს. ადგილზე მისულ მაშველებს კარის გაღების შემდეგ ბინაში 4 ადამიანის ცხედარი გვამი აღმოჩნდა", - განმარტავენ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში.