კიმ ჩენ ინი შეერთებული შტატების პატივისცემას სწავლობს. ამის შესახებ ქალაქ ფენიქსში ვიზიტისას თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა.
„ვფიქრობ, ის ჩვენს პატივისცემას სწავლობს, რაც, რა თქმა უნდა, პოზიტიური ამბავია,“-აღნიშნა ტრამპმა.
მანამდე ფხენიანის ლიდერმა კომპლიმენტი ამერიკის სახელმწიფო მდივნისგან მიიღო. რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ კიმჩენ ინმა კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილი კრიზისის ფონზე გარკვეული თავშეკავება გამოიჩინა, რაც იმის იმედს აჩენს, რომ ფხენიანთან დიალოგი შესაძლებელია.