კოლუმბიაში სტიქიას ებრძვიან. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ ქვეყნის სამხრეთ რაიონებში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ ქალაქ ლოროს მიაყენა, საიდანაც 800-მდე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. წყალდიდობის შედეგად 3 ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა. სამაშველო სამუშაოებში არმიის შენაერთებიც ჩაერთვნენ.