ჰონგ კონგში სტიქიური საფრთხის უმაღლესი, მე-10 დონეა გამოცხადებული. ამის მიზეზი ტაიფუნი ტიანგე გახდა. მეტეოროლოგთა განმარტებით, სტიქია ქალაქისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. სტიქიური საფრთხის გამო 320-მდე ავიარეისი გადაიდო. შეფერხებით მუშაობს ადგილობრივი რკინიგზაც. ინფორმაცია დაღუპულთა და დასავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.