აშშ სახელმწიფო მდივანი რუსეთს რადიკალურ დაჯგუფება "თალიბანისთვის" იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებს. განცხადება რექს ტილერსონმა სახელმწიფო დეპარტამენტში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. ტილერსონის თქმით, რუსეთის ქმედება საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თუ რომელიმე სახელმწიფოს ავღანეთისთვის იარაღის მიწოდება სურს, ეს ხელისუფლებასთან შეთანხმებით უნდა განახორციელოს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ტილერსონის განცხადებას ვაშინგტონის დეზინფორმაციული კამპანიისა და პროპაგანდის ნაწილი უწოდეს.