აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიას სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში დაურ კოვე სირიის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. აფხაზურ დელეგაციაში არაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბაც იმყოფებოდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.