ამერიკული სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში მანამდე დარჩება, სანამ სრულ გამარჯვებას არ მივაღწევთ. ამის შესახებ აშშ ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ავღანეთში იმისთვის ვართ, რომ ავღანელ ხალხს გამარჯვებაში დავეხმაროთ. პრეზიდენტმა ტრამპმა ღიად განაცხადა, რომ ჩვენ ავღანეთში საბოლოო გამარჯვებამდე დავრჩებით,“-აღნიშნა პენსმა.