ძლიერი ხანძარი ვოლგოგრადში. ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით სტეპები იწვის. ცეცხლი მახოვის დასახლებას უახლოვდება, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია დაიწყო. ისინი კადეტთა კორპუსის ყაზარმებში გადაიყვანეს. ხანძარმა უკვე გაანადგურა 15 ჰექტარი ფართობი. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.