ფილადელფიის ქალაქ აპერ-დერბიში მატარებლების შეჯახების შედეგად 33 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა "ნიუ იორკ ტაიმსი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელი სარკინიგზო სადგურში ბაქანზე მდგომ ცარიელ მატარებელს შეეჯახა. რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.