ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში დახმარების თხოვნით საქართველომ მეზობელ და ევროკავშირის ქვეყნებს მიმართა, - ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა,
როგორც მინისტრმა საზოგადაოებრივ მაუწყებელს განუცხადა, სტიქიის მასშტაბები გაიზარდა და ექსპერტების რეკომენდაციაა, რომ სტიქიასთან საბრძოლველად დამატებითი ტექნიკის მობილიზება მოხდეს.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, გაგზავნილია ინფორმაცია ყველა მეზობელ ქვეყანასთან, ევროკავშირის ქვეყნებთან. უკვე არის წინასწარი თანხმობა. ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავძლიერდებით, შემოგვემატება დამატებითი ტექნიკა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის, ალიევმა ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენები გამოგზავნა.