12 ივლისს, 19:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით და ჭყონდიდის ეპისკოპოსის მეუფე პეტრეს ძალისხმევით მარტვილში, სალხინოში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში გაიმართება მეგრული ფოლკლორის საღამო.
საღამოს ინიციატორები და ორგანიზატორები არიან მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს გიდების ასოციაცია და ტურიზმის გავითარების ცენტრი "ნიუკასი".
ღონისძიების მიზანია, გაზარდოს მარტვილის რაიონის მიმზიდველობა ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის და ხელი შეუწყოს მეგრული ფოლკლორის პოპულარიზაციას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სამეგრელოს რეგიონის შემდეგი ფოლკლორული ჯგუფები. საღამოზე მიწვეულნი არიან სამეგრელოს გუბერნატორი, სამეგრელოს რაიონების გამგებლები, უცხოელი დიპლომატები, საზოგადო მოღვაწეები, ქართული მედიის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები.
საღამოს მხარდამჭერია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.