აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. სწავლებებში 17 ათასი ამერიკელი და 50 ათასი სამხრეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. ერთობლივი წვრთნები 10 დღე გაგრძელდება. მანევრები თავდაცვითი ხასიათს ატარებს. ფხენიანის განცხადებით კი წვრთნები ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმის რეპეტიციაა.