ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი "საქართველოსა და ევროპის რეკონსტურქციისა და განვითარების ბანკს შორის შესწორებული და განახლებული სასესხო ხელშეკრულების" პროექტი განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტი საქართველოსთვის 20-მილიონიანი სესხის გამოყოფას ითვალისწინებს, რომელიც ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულებას და გარემოსდაცვითი პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური პრიორიტეტებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი იქნება ხელშეკრულების გაფორმება, რაც გაზრდის ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობას გენერაციის სიმძლავრის რეაბილიტაციისა და ენგურჰესის უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით, ამიტომ ორივე კომტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას.