რუსეთის ფედერაცია არ მოითმენს თავისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასა და მისი სუვერენიტეტის ხელყოფას. ეს განცხადება რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა კისლოვოდსკში პარტია "ედინაია როსიას" რეგიონალურ კონფერენციაზე გააკეთა.
"არასოდეს დავუშვებთ ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევას გარეშე მხრიდან, ისევე, როგორც არასოდეს დავუშვებთ რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას", _ განაცხადა პუტინმა.