"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისEშესახებ" კანონში შესატანი ცვლილების თანახმად, შიდა მოხმარების გზები, შესაძლოა, კერძო მფლობელობაში გადავიდეს. საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ერთი პირი ხდება რამდენიმე მიწის ნაკვეთის მფლობელი და ამ ნაკვეთებს შორის გადის შიდა გზა. შესაბამისად, ეს შიდა გზა ხდება მის გარშემო მყოფი მიწის ნაკვეთების მფლობელის საკუთრება.
არსებული კანონით საუბარია მხოლოდ იმ შიდა გზაზე, რომლითაც სხვა მიწის ნაკვეთის მფლობელი არ სარგებლობს. ანუ ეს გზა მხოლოდ მის გარშემო მყოფი მიწის ნაკვეთის მფლობელის განკარგულებაშია და მის გამოყენებით სხვა მიწის ნაკვეთის მფლობელი დანტერესებული არ არის.