ბიზნესასოციაციასა და პარლამენტს შორის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, - ამის შესახებ განცხადება დღეს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
კერძო სექტორსა და პარამენტის თავმჯდომარეს შორის გამართულ შეხვედრაზე ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
"ეს არის ძალიან ღირებული, როგორც საქართველოს პარლამენტისთვის ასევე, ბიზნესისთვის. ჩვენ შევძლებთ, რომ ის კომუნიკაცია, რომელიც დღეს არსებობს, ავიყვანოთ სხვა დონეზე", -აცხადებს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი.
პარლამენტის მხრიდან აღნიშნულ სამუშაო ჯგუფს უპარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელებს.
ჯგუფი, რომლის შექმნის ინციატივაც ჭირაქაძეს ეკუთვნის, პირველი სექტემბრიდან დაიწყებს მუშაობას.