ახალი საგადასახადო კოდექსის დამტკიცების შემდეგ, აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრა, ბიზნესის თხოვნით, შესაძლებელი იქნება.
როგორც დღეს პარლამენტის თავმჯდომარისა და ბიზნესასოციაციის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, დავით ბაქრაძე კერძო სექტორს, კოდექსთან დაკავშირებული დასაბუთებული პრეტენზიების გაზიარებას დაჰპირდა.
ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ისაკაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, თუ მასში გამოვლინდება გარკვეული ხარვეზი და იქნება არგუმენტირებული დასაბუთება აღნიშნული ხარვეზისა, პარლამენტი მზად იქნება გადახედოს კონკრეტულ საკითხს.
"კონკრეტული დასაბუთების შემდეგ, 3-6 თვის განმავლობაში პარლამენტი გადახედავს ამა თუ იმ საკითხს და არგუმენტირებული დასაბუთების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ხარვეზის გამოსწორება ბიზნესის სასარგებლოდ", - აცხადებს ისაკაძე.