ახალი საგადასახადო კოდექსით ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობიდან მაქსიმალურად მეტი გადასახადი ამოიღოს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. დავითაიას განცხადევბით, ახალი საგადასახადო კოდექსით მაქსიმალურად იზრდება ფინანსთა სამინსტროსა და მთავრობის უფლებები.
"შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილესაც ვუთხარეი, რომ ეს კოდექსი არის ზეწოლისკენ მიმართული და მრჩება ისეთი შეთაბეჭდილება, თითქოს მთავრობას ფული უჭირს და ამ ფულის შევონას უბრალო მოსახლეობიდან ცდილობს. როდესაც ამბობენ, რომ ბიზნესის ინტერესებს ბიზნეს ომბუცმენი დაიცავსო, ერთი მითხრას ვინმემ რატომ აფინანსებს მაშინ ამ ომბუცმენს თავად სახელმწიფო ბიუჯეტი" - განაცახდა პაატა დავითაიამ.