"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი, ზურაბ ნოღაიდელი საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთისა და აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადებებში სხვაობას ვერ ამჩნევს. ამის შესახებ ნოღაიდელმა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ, ვლადიმერ პუტინთან ერთად "პაკლონნაია გორაზე", დიდი სამამულო ომის მუზეუმში სტუმრობისას განაცხადა.
"რასაც რუსეთში გვეუბნებიან და რაც საქართველოში ვიზიტისას ჰილარი ქლინთონმა გვითხრა, ერთი და იგივეა, ქვეყანას თავად უნდა მივხედოთ, ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ თვითონ გავაკეთოთ, შეცდომები აღარ დავუშვათ. ჩვენ თავად უნდა ვეცადოთ ქვეყნის გაერთიანებას", - განაცხადა ზურაბა ნორაიდელმა.