უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი კომპანია “ასტრა-ფინანსის“ ერთ-ერთი მესაკუთრე გახდა. “ასტრა-ფინანსი“ კომპანია “გოლდბერს“ ფლობს, რომელსაც უკრაინული ტელეარხი “ესპრესო“ ეკუთვნის. იაცენიუკის გარდა კომპანიის ბენეფიციართა შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის მეუღლე ინა ავაკოვაც არის.