სს "თელასის" ქვესადგურ "ნუცუბიძეში" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 7 და 8 ივლისს 10 საათიდან 18 საათამდე ნუცუბიძის ფერდობის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
7 ივლისს ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ნუცუბიძის IV მიკრორაიონის, II მიკრორაიონის I და II კვარტლების, მარგიანის, ჟღენტისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
8 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება: ნუცუბიძის IV და V მიკრორაიონებს, II მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლებს, III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლებს, გამრეკელის ქუჩასა და ლისის ტბის მიმდებრე ტერიტორიას.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.