14 ივლისს, საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ეწვევა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საფრანგეთის საელჩოში განუცხადეს, კუშნერი თბილისში სავარაუდოდ საღამოს 22:00 საათისთვის ჩამოვა. ოფიციალურ შეხვედრებს კი 15 ივლისს გამართავს.
ამასთან, საელჩოს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ვიზიტის დეტალები მუშავდება, თუმცა წინასწარ უკვე ცნობილია, რომ ფრანგი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი თბილის 15 ივლისს, დღის ბოლოს დატოვებს.