ანტიკრიზისულ საბჭოს ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით 40-მდე შენიშვნა აქვს. როგორც დღეს ანიკრიზისული საბჭოს სხდომის დაწყებამდე გია თორთლაძემ განაცხადა, პირადად მას 15 შენიშვნა აქვს და შეეცდება მთავრობამ მისი შენიშვნები ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში ასახოს.
"ჩემთვის გაუგებარია ქრონომეტრაჟის საკითხი, როდესაც ბიზნესი არის სეზონური. ძირითადად ეს ეხება ტურიზმის სექტორს და მთავრობა მას უწესებს ქრონომეტრაჟს, რომლის მიხედვითაც უდგენს გადასახადს. ეს აბსურდია, რადგანაც იგივე ბიზნესი სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვაგვარად მუშაობს და არ შეიძლება მას მთლიანობაში ერთიანად მაღალი გადასახადი ვახდევინოთ. ასევე გაუგებარია უიმედო ვალების ცნება. ძალიან სიანტერესოა, როგორ ადგენს მთავრობა და როგორ საზღვრავს რა არის უიმედო ვალი და რა საიმედო ვალი", - განაცხადა თორთლაძემ.
შეგახსენებთ რომ ახალი საგადასახადო პროექტი ძირითადი დებულებების განხილვა პარლამენტში უკვე მოხდა და უახლოეს ხანებში კოდექსის ცალკეული მუხლების განხილვა დაიწყება. თუმცა მანამდე მთავრობა ინტენსიურ კონსულტაციებს გადის როგორც ოპოზიციასთან ასევე კერძო სექტორთან რათა ახალი საგადასახადო კოდექსი იყოს "რევოლუციური".