საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ყატარში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. დახვედრის ცერემონია ემირის სასახლეში გაიმართა. დაუკრეს ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნიც. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ ემირმა მიხეილ სააკაშვილი პირისპირ მიიღო, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა.
შეხვედრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ყატარის მხარემ დაინტერესება გამოთქვა საქართველოში ჰესებისა და ქარის სადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ყატარის მხარე საქართველოში ინვესტიციების ჩადებას სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონებისა და საბანკო სფეროში აპირებს.
ქართული მხარე ყატარში კონკრეტული წინადადებათა პაკეტითაა ჩასული.