სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა ნეპალში. ძლიერმა წყალდიდობამ და მეწყერმა ქვეყნის სამხრეთ პროვინციებში 66 ადამიანი იმსხვერპლა, 35 კი დაკარგულად ითვლება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 50-მდე გარდაცვლილის შესახებ. სტიქიური უბედურების ზონაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.