ტრიპოლიში ლიბიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 66 წლის ალი ზეიდანი გაიტაცეს. ინფორმაციას სააგენტო "ალ არაბია" ავრცელებს. ეს ექსპრემიერის გატაცების პირველი შემთხვევა არ არის. ის 2013 წელსაც გაიტაცეს. ალი ზეიდანი ლიბიის პრემიერ-მინისტრად ეროვნულმა კონგრესმა 2012 წლის 14 ოქტომბერს აირჩია. პოსტზე ის 2014 წლის მარტამდე რჩებოდა.