"ჩვენს მეზობლად არის ქვეყნა, რომელსაც კვლავ არქაული წარმოდგენები აქვს ამა თუ იმ ქვეყნის თავისუფლებაზე", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბოკერიას შეფასებით, არ შეიძლება სპეკულირება იმ თემით, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში ვიზიტი ირანის საკითხს უკავშირდებოდა.
"რაც შეხება ირანის თემას მე პოლიტიკური ანალიტიკოსი არ ვარ, რომ ამით ვისპეკულირო, მითუმეტეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა გუშინ საკუთარი ვიზიტის მიზნებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები გასცა", - აღნიშნა ბოკერიამ.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეფასებით, ჰილარი კლინტონის ტურნეს პოლონეთიდან დაწვება და საქართველოთი დამთავრებამ შესაძლოა გარკვეული განწყობები შექნას, მითუმეტეს იმ განცხადების ფონზე რაც სახელმწიფო მდივანმა გააკეთა.
"პოლონეთი ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ხოლო საქართველო უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი ევროპული სივრცის განუყოფელი ნაწილები არია. ეს არის ევროპა, ევროატლანტიკური სივრცე და ამ ქვეყნების ხალხმა არჩევანი უკვე გააკეთა", - აღნიშნა ბოკერიამ.