2010 წლის ექვს თვეში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის მარკეტინგისა და ეკონომიკური ოპერაციების სამმართველომ 941,705 ათასი ტონა ნავთობპროდუქტების ექსპორტი განახორციელა, რაც 4,9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ნავთობპროდუქტების ექსპორტის სტრუქტურაში საავტომობილო ბენზინის წილმა 79,196 ათასი ტონა შეადგინა, დიზელის საწვავის - 797,474 ათასი ტონა, საავიაციო საწვავის -64,45 ათასი ტონა, საღუმელე მაზუთის - 585 ტონა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ინფორმაციით, ივნისში ერთი ტონა საავტომობილო ბენზინი მსოფლიო ბაზრებზე 691,27 დოლარი ღირდა, დიზელის საწვავი - 650,64 დოლარი, ავიასაწვავი - 686,02 დოლარი, მაზუთი - 435,47 დოლარი.