ვაჟა-ფშაველას მესამე კვარტლის, მე-5 კორპუსის მე-5 სართულიდან მუშა გადმოვარდა. უბედური შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
თვითმხილველთა თქმით, მუშა წვიმისგან დაზიანებულ კორპუსის სახურავს აკეთებდა. ის მერიის მიერ იყო დაქირავებული.
დაღუპული 56 წლის თამაზ შანიძეა. მის ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.