შეერთებული შტატებისა და ევროკაშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები თურქეთის ეკონომიკას აზარალებს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
„თურქეთი თავადაც იტანჯებოდა სანქციებით. ჩვენი მეზობელი და პარტნიორი ქვეყნისთვის დაწესებული სანქციებით დღესაც ვზარალდებით. ამიტომ, ჩვენ არ შევუერთდით ანტირუსულ სანქციებს,“-აღნიშნა თურქეთის პირველმა დიპლომატმა.