2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა ვარსკვლავი ეწვევა. ღონისძიება 26 ნოემბერს ჩატარდება.
პირველად ევროვიზიის ისტორიაში, ამოქმედდება ხმის მიცემის განახლებული სისტემა, რაც გულშემატკივარს მისცემს შესაძლებლობას, რჩეულ შემსრულებელს მისცეს ხმა ონლიან რეჟიმში.
საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-15 კონკურსს 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. კონკურსის ჩატარება თბილისის სპორტის სასახლეში იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.
2017 წელს მნიშვნელოვანი ცვლილება არის ხმის მიცემის პროცედურაში - ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.
ონლაინ ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება 24 ნოემბერს და 26 ნოემბერს შეწყდება.
გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე მოისმინოს ყველა საკონკურსო სიმღერა, ნახოს საკონკურსო მუსიკალური ნომრების ფრაგმენტები, მონაწილეთა რეპეტიციების ერთწუთიანი ვიდეორგოლები და გააკეთოს არჩევანი.
26 ნოემბერს, ლაივ-შოუ საკონკურსო ნაწილის დასრულებისას ხმის მიცემის პროცედურა 15 წუთით განახლდება.