მოსკოვის ტვერის სასამართლომ სააგენტო РБК-ს კორესპონდენტს, ალექსანდრ სოკოლოვს სამნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტს ბრალი ექსტრემისტული დაჯგუფების ორგანიზებაში დასდეს. მასთან ერთად ოთხწლიანი პატიმრობა კიდევ ორ სამოქალო აქტივისტს, კირილ ბარაბაშს და ვალერი პარფიონოვს მიუსაჯეს. ბრალდების წაყენების მიზეზი საიტის დარეგისტრირება გახდა, რომლის საშუალებითაც ჟურნალისტმა და აქტივისტებმა რუსეთში ხელისულფების პასუხისმგებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვეს.