მალაიზიაში სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ 36 წლის მამაკაცს ასამართლებენ. როგორც ძიებით დადგინდა, მან საკუთარი ქალიშვილი 626-ჯერ გააუპატიურა. პირველად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგონა 13 წლის ასაკში გახდა. გოგონამ საშინელი საიდუმლო დედას მას შემდეგ გაუმხილა, რაც მშობლებმა განქორწინება გადაწყვიტეს. მოძალადე მამა ქალიშვილზე მეურვეობას ითხოვდა.