ეგვიპტელ პაციენტს ქირურგებმა კუჭიდან 39 ლურსმანი და სანთებელა ამოუღეს. 30 წლის მუსტაფამ თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც ოჯახის წევრებმა საავადმყოფოში მიიყვანეს. ულტრაბგერითი გამოკვლევისას მას კუჭში ლითონის საგნები აღმოაჩნდა. როგორც პაციენტის მშობლებმა განაცხადეს, ლურსმნების ყლაპვის გამო მათ შვილს პრობლემა ადრეც რამდენჯერმე შეექმნა, თუმცა სანთებელა პირველად გადაყლაპა. პაციენტს მძიმე დეპრესია აღენიშნება.