საქართველომ და სამხრეთ ოსეთმა თავად უნდა დაარეგულირონ ურთიერთობები და არ ეძებეონ მესამე ქვეყანაში, კერძოდ აშშ-ში მათი გააწყვეტა, _ ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდვინის ჰილარი კლინტონის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განაცხადა. ამის შესახებ იუწყება რუსული მედია.
"ეს არის ორ მხარის საქმე და არ არის საჭირო მათი გადაწყვეტის გვერდზე ძებნა", _ განაცხადა პუტინმა.
"ეს ომმი ჩვენ არ დაგვიწყია და პასუხისმგებლომა მათ ეკისრებათ ვინც ის დაიწყო. ისინის უნდა აღიჭურვონ სიმამაცით და მოძებნონ გზა იმ ხალხის გულებთან, რომლებიც თავად დაჭრეს. ვიღაცა მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთი ოკუპრებულია, ვიღაც კი მიიჩნევს რომ გათავისუფლებულია. ეს არს ორი ხალხის _ ქართველებსა და სამხეთ ოსეთელებს შორის დიალოგის საგანი. ამ დიალოგში უნდა შეხვიდე მესამე მხარეზე აპელირების გარეშე", _ განაცხადა რუსეთის პრემიერმა.
მისივე თქმით, რუსეთი ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეები, შესაძლოა, გახდეს მხოლოდ გარანტად. საქართვეოლოში კი არის მრავალი ძალა, რომელსაც სურს ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთან და სამხრეთ ოსეთის ხალხთან.
"ამერიკა - ეს ამერიკაა, საქართველო - საქართველოა, რუსეთი-რუსეთია, ოსეთი კი ოსეთი. არ არის საჭირო ვინმესკენ თითის შვერა და ციური მანანების ლოდინი", _ განაცხადა პუტინმა.
თბილისსა და ცხინვალს შორის ურთიერთობის დამოუკიდებლობის დარეგლურების განმარტებისას პუტინმა "ინტერნაციონალის" ციტირება მოიყვანა - "არავინ მოგვცემს თავისუფლებას - არც მეფემ, არც ღმერთი და არც გმირი".