სერგეი უდალცოვმა ყირიმის ანექსიას მხარი დაუჭირა. საგანგებო პრესკონფერენცია პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ოპოზიციონერმა დღეს გამართა. მემარცხენე ფრონტის ლიდერმა ღიად განაცხადა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის მოსახლეობამ რეფერენდუმზე საკუთარი ნება გამოხატა, რომელსაც მხარს უჭერს. მისივე თქმით, დონბასელი მებრძოლები ნამდვილი გმირები არიან.