საბერძნეთში 24 წლის ახალგაზრდა დააკავეს, რომელიც ხანძრის მიზანმიმართულ გაჩენაშია ეჭვმიტანილი. ის მოხალისეთა სახანძრო ჯგუფში მუშაობდა, რაშიც გასამრჯელოს იღებდა. იმისათვის, რომ მუდმივად ყოფილიყო დასაქმებული, ვოლონტიორი ტყეებში ხანძარს აჩენდა და შემდეგ მის ჩაქრობაში იღებდა მონაწილეობას. ანალოგიური ბრალდებით 12 მოხალისე გასულ კვირას სიცილიაში დააკავეს.