ხვალ, 6 ივლისს, 11:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია მინისტრად დანიშვნის შემდეგ პირველ საწარმოს გახნის.
სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, ქობალია თბილისში ქიზიყის ქუჩა #17-ში "კნაუფრის" საწარმოს გახსნის.
მანამდე კი ვერა ქობალია 09:45 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში~ სამთო-საკურორტო ცენტრების კონფერენციას გახსნის.