თურქეთში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც უპილოტო თვითმფრინავით ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავზე თავდასხმას გეგმავდა. ამის შესახებ გამოცემა ჰარიეტი იტყობინება. დაკავებული რენატ ბაკიევი სავარაუდოდ "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში იმყოფებოდა. თავდასხმას ის ინჯირლიკის ავიაბაზაზე გეგმავდა.