რუსეთის მიერ თურქული პომიდვრისა და ტომატის იმპორტის აკრძალვის გამო თურქეთი საპასუხო ზომების მიღებას აპირებს. ამის შესახებ თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბეკჩიმ განაცხადა. „ამ პრობლემის მოგვარებას 17-19 აგვისტოს იზმირის შეხვედრაზე შევეცდებით, თუმცა თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდება, ადეკვატურ ზომებს მივიღებთ,“-აღნიშნა მინისტრმა. რუსეთმა თურქეთიდან პომიდვრის იმპორტი 2016 წლის იანვრიდან შეაჩერა.