„მალოროსიის“ პროექტმა კოლაფსი განიცადა. დონეცკის დეფაქტო ლიდერის, ალექსანდრ ზახარჩენკოს თქმით, მისმა იდეამ ხალხის მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა,ნ თუმცა ხალხს სახელწოდება „მალოროსია“ აეჭვებს, რის გამოც მის პროექტს შესაძლოა სახელი შეეცვალოს. უკრაინის ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფოს, მალოროსიის შექმნის ინიციატივით ზახარჩენკო 18 ივლისს გამოვიდა.