ძლიერი ხანძარი მოსკოვში. ცეცხლი ტაგანსკის მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრს გაუჩნდა. შენობიდან 200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოყოლია. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. აალების მიზეზი ჯერ დაუდგენელია. ხანძრის გამო ტაგანსკის მოედანზე საავტომობილი მოძრაობა ამ დრომდე შეზღუდულია.