დღეს, 6 ივლისს, ოსლოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესია გაიხსნება. სესიის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - გიორგი წერეთელი, აკაკი მინაშვილი, გიორგი კანდელაკი და დიმიტრი ლორთქიფანიძე - მიიღებენ მონაწილეობას.
ქართველი დეპუტატები სესიაზე დამსწრეებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიას გააცნობენ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სპეციალური რეზოლუციაც წარედგინება, რომელიც საქართველოს წინაშე რუსეთის ვალდებულებებს, დევნილთა დაბრუნებას და სხვა საკითხებს შეეხება. დოკუმენტის ინიცირებას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საპატიო პრეზიდენტი და ამავე ორგანიზაციაში შვედეთის დელეგაციის ხელმძღვანელი გორან ლენმარკერი მოახდენს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია 11 ივლისს დაიხურება.