შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეაში გასული ორი დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებების გამო ამერიკის მოსახლეობის დამშვიდება სახელმწიფო მდივანს მოუხდა. რექს ტილერსონმა ამერიკელებს ურჩია, ყურადღება არ მიაქციონი ბოლო დღეების რიტორიკას და ფხენიანის მისამართით გაკეთებულ მკაცრ განცახებებს. ეს განცხადება რექს ტილერსონმა სამხრეთ კორეაში ვიზიტის შემდეგ გააკეთა, სადაც გუამის ის ბაზა მოინახულა, რომელზე სარაკეტო იერიშითაც შტატებს ჩრდილოეთ კორეა ემუქრება.