რუსეთი ბელარუსის დაპყრობას აპირებს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სააგენტო BNS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, რუსეთი ბელარუსის ანექსიისთვის ემზადება. მგონია, რომ ოპერაცია სამხედრო სწავლებების, „დასავლეთის“ პერიოდში მოხდება,“-აღნიშნა სააკაშვილმა.
ერთობლივი სამხედრო წვრთნები, სახელწოდებით „დასაცვლეთი“ ბელარუსში 14-20 სექტემბერს არის დაგეგმილი.